ჟურნალისტი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადების ეხმაურება, სადაც გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება საჭირო იყოს.
„აქ არის საუბარი საზღვარგარეთ მოგზაურობაზე! კომენტარებში ხდება უბედურება! არავის არ აქვს გახსნილი ბმული და წყევლიან ამ კაცს და აგინებენ წარმოუდგენელი სიტყვებით.
ამ ხალხს არ სჭირდება ინტერნეტი! საერთოდ, საჯარო პოსტებზე მარტო უარყოფითი კომენტარებია და, მგონი, ზედმეტია მათთვის ინტერნეტი! ამდენი სიბოროტე რომ იფრქვევა დედამიწაზე, წარმოუდგენელია!
განსაკუთრებული მარგალიტები დავსქრინე და იხილეთ კომენტარებში. ყველამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს უკვე საქმე, რა დონის სიბეცესაა და სისატიკესთან!“- წერს ეკო ფანგანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე