ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ბავშვებში „ომიკრონის“ სიმპტომების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
დავით რეხვიაშვილის თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა გაიზარდა და 30-ზე მეტი პაციენტი არის შესული ბოლო 24 საათი განმავლობაში.
„ბოლო პერიოდში კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია. ბოლო 24 საათში კლინიკაში 30 პაციენტია შემოსული. ციციშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 116 პაციენტი, აქედან უმეტესობა ბავშვები არიან. ბოლო პერიოდში მოიმატა უფრო მეტად ზემო სასუნთქი გზების რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს მაღალი ცხელება რჩება დელტას მსგავსად „ომიკრონის“ შემთხვევაშიც წამყვანად იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. უფრო მეტად გამოხატულია გულისრევა, ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი“, - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი
🔵 VIDEO: ის, რაც ეთერში არ მოხვდა - როგორ იწერებოდა ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი