ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე 7თვის ორსული გოგოს გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გარდაცვლილი 7 თვის ორსული ქალი აცრილი არ იყო.
„სამწუხაროდ, გარდაცვლილი ორსული პაციენტი აცრილი არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა. თავდაპირველად, შემოსვლისას ის შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ ვიცით, დელტა შტამი ძალიან აგრესიულია ფეხმძიმე პოპულაციაში, მაინც გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა პაციენტი ჩვენთან, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებაში და დაგვეწყო მისი მკურნალობა ეროვნული პროტოკოლის მიხედვით.
დროის განმავლობაში მას გაუჭირდა სუნთქვა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული, 12 აგვისტოს კი დაგვიდგა საჭიროება, დავხმარებოდით ე.წ. CPAP-მეთოდით. ეს არის ხელოვნური ვენტილატორი. რამდენიმე დღით მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა შემდეგ ის გადავიდა რეანიმაციაში, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დასტაბილურება ვეღარ მოხერხდა“ - განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსით თბილისში 7 თვის ორსული გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორსული ქალი ბოკერიას სახელობის კლინიკაში კახეთიდან გადმოიყვანა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა
კორონავირუსს „რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა