ექიმი ნანა სხირტლაძე საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიცნო, როცა კორონავირუსის სახლში მკურნალობის დეტალური ინსტრუქცია გაგვიზიარა.
ამჯერად, „დაიჯესტიმა“ მას რამდენიმე აქტუალური შეკითხვით მიმართა.:
ქვეყანაში მიმდინარე აქციების შედეგები ეპიდსიტუაციაზე
საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები (აქციები) აუცილებლად აისახება ცუდად შემდეგი ორი-სამი კვირის მანძილზე! როცა ვირუსი გამომჟღავნდება! და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოიყვანს წყობიდან ჯანდაცვის სისტემას! მე სრულიად აპოლიტიკური ვარ. ვინმემ არ მიაწეროს ჩემი აზრი რომელიმე პოლიტიკურ სიმპათიას! მხოლოდ ხალხის დაცვა მსურს.ჩემ გარშემოც იყვნენ ადამიანები, ვისაც არ სჯეროდა ვირუსის არსებობის, მაგრამ ასეთებსაც უდასტურდებათ . ნუ გამოცდით საკუთარ სიცოცხლეს!
საქართველოში მიმდინარე მოვლენები ნამდვილ კოლაფსში ჩააგდებს ჯანდაცვის სისტემას. ისედაც გადატვირთულ ცხელ ხაზს, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვერ სცემენ პასუხს საათების განმავლობაში, სრულიად გამოიყვანს კონტროლიდან. პატარა ბავშვებს ვერ იღებენ კლინიკები ადგილების სიმცირის გამო! ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გვწერს, რომ ოჯახის ექიმთან ერთხელაც არ უსაუბრიათ. ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება ჩვენ თავს.
ინფიცირებული ექიმები
მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრი მედიკოსი დაინფიცირდება. ბევრმა მეორეჯერ გადაიტანა უკვე ეს ვირუსი, ყოველდღიურად შიშით გვიწევს ერთამენთის გვერდით მორიგეობა, რადგან ყოველ მეორეს ვირუსი გვიდასტურდება. ამ დროს ჩვენ უკვე მისულები ვართ ოჯახებში, შვილებთან, მშობლებთან, მეგობრებთან. მუდმივი კონტაქტი ვართ ვირუსის, მაგრამ ამის მიუხედავად, დადასტურებამდე და ზოგჯერ დადასტურებულზეც კი გვიწევს მუშაობა (კოვიდ პაციენტებში) რადგან ფაქტობრივად, აღარ დარჩა ჯანმრთელი მედიკოსი და კლინიკა ვეღარ უძლებს პერსონალის ასეთ სიმცირეს. ერთ ექთანზე რომ 4 ან 5 პაციენტი მოდიოდა, ახლა 12-15 პაციენტამდე აბარიათ და დამერწმუნებით, ეს როგორი რთული და დაუჯერებელი შრომაა.
პრევენციის გზები
თუ რეგულაციებს არ დავემორჩილებით, შემთხვევების კონტროლს დავკარგავთ. აღარ დარჩება ჯანმრთელი არც გარემო არც ექიმი . მხოლოდ პირბადე ვერ დაგვიცავს! და პირბადის ტარებასაც მთელი რიგი წესები აქვს, რათა დაინფიცირების წყაროდ არ იქცეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ეს ინფექცია ამ ეპოქის ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი
ამას არ გაპატიებთ! - გოგო, რომელსაც კოვიდინფიცირებული დედ-მამა ერთ დღეს დაეღუპა