Digest Logo

ფეხზე დგომაც კი მიჭირს, თავბრუსხვევა,გულისრევა...- კოვიდინფიცირებული სიმპტომებს გვიზიარებს

1604559093
პედაგოგი იოანე ჯანიაშვილი

პედაგოგი იოანე ჯანიაშვილი კოვიდინფიცირებულია. როგორც მან სოციალურ ქსლეში დაწერა, აქვს მაღალი სიცხე, უჭირს სიარული და ზურგზე წოლაც კი.

ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა დაწესებულ რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებდა,თუმცა ვირუსი მაინც შეხვდა.

„COVID + ტემპერატურა 38 - ს არ სცდება ქვემოთ. სხეულის ტკივილი, განსაკუთრებით ზურგისა და გულ-მკერდის არეში მოჭერა. ყელის ჩახეხილობა, პერიოდულად ხველა, საშინელი თავის ტკივილი, შედარებით გახშირებული სუნთქვა. სისუტე, მიჭირს ცოტახანსაც კი ჯდომა ან დგომა. კონცენტრაცია. თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იმდენად გაუსაძლისად მტკივა ზურგი, ეჭვი მაქვს ანთებისკენ მიმავალი ვარ.

ჰო, ზურგზე წოლა უფრო მაწუხებს, გვერდზე და მუცელზე რომ ვწვები ცოტა შვებაა. ამათ რეგულაციამდე ნიღაბი მე ქუჩაშიც მეკეთა ხალხმრავალ ადგილებში, და ყველგანაც, სადეზინფექციოშიც ვბანაობდი ყოველ 5 წუთში ერთხელ, და სახლში შესვლისას რიტუალს ვატარებდი დეზინფექციის მხრივ, მაგრამ მაინც ვერ გადავურჩი... ჯერ 144-ში დავრეკე მერე 112-ში გადამამისამართეს, გვიან, მაგრამ მიპასუხეს და ველი ზარს.

თუმცა იმდენად გადატვირთულები ვართ ვერაფერს გეტყვით რას გიშველითო“, - წერს იოანე ჯანიაშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყელში წვა, ნერწყვის ყლაპვისას ჩხვლეტა - დღე IV, სიმპტომები

თუ ეს სიმპტომები გაქვთ ე.ი Covid-19-ით ინფიცირდით - ექიმი

სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან

რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი

სახლში არ დარჩეთ, თუ ეს სიმპტომები გაქვთ - ენდელაძის რჩევები