Digest Logo

„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს“ - გამყრელიძე

1638768809
დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება.

„კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისევ ბევრია. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული

🔵დღეს მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა- დღის რჩევა

🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

წყარო: report.ge