Digest Logo

რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! – დიტო ცინცაძე

1608540376
დიტო ცინცაძე

მე აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, რადგან მინდა რამდენიმე წელი ვიცოცხლო, – ამის შესახებ რეჟისორმა დიტო ცინცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თბილისიდან მითხრეს „დაგჩიპავენო“ და მე არ მჯერა. ეს სისულელეა და მგონი, ჩვენ ცოტა განათლების პრობლემა გვაქვს. არ მინდა შორს შევიდე ამ განხილვაში. რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! აქ საუბარია სიკვდილსა და სიცოცხლეზე. სერიოზული პანდემიაა. სერიოზული ვირუსია. ხოცავს და ხოცავს ხალხს! ეს ფაქტია და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და ვაქცინის გაკეთებით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დამთავრდება! მთავარია, სერიოზულად არ „დავიჩიპოთ” შიშებით. შეთქმულების თეორიების არ მჯერა. ჩემი რამდენიმე ახლობელიც ასე ფიქრობს და მინდა, მათაც მივმართო. არაფერს ვუმტკიცებ. ვთხოვ, ძალიან კარგად დაფიქრდნენ. საკმაოდ საშიში სიტუაციაა მსოფლიოში. მე გავიკეთებ და ჩემს ახლობლებსაც ამას ვურჩევ“, – განაცხადა დიტო ცინცაძემ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

რატომ ვერ იტანდა ნიკალა მღვდლებს და ვისი საფლავიდან გააგდო მოძღვარი

ჩემზე მშიშარა აღმოჩნდა და „გავჭედე“ - სურამელაშვილი სიყვარულსა და დეპრესიაზე