დაავადებათა კორნტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრეპარატ რემდესივერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა შესაბამის კომპანიასთან და შესაძლოა, მალე ჩამოვიდეს.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ პრეპარატის შესახებ გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციისა იმუნოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე გამოსცადა წამლის ზემოქმედება.
„რემდესივერი ექიმის დანიშნულებით გამოიყენება არა ამბულატორიებში, არამედ კლინიკებში.
ჩვენ ვიცით რომ ეს პრეპარატი ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა და დაიტესტა კოვიდ-19-ზე და აჩვენა შედეგი. თუმცა, დადგენილია, რომ ყოველთვის კარგად არ მოქმედებს.
მიუხედავად ამისა, ცერვაძემ პრეპარატის მოქმედება საკუთარ თავზე გამოსცადა და დადებითი შედეგიც მიიღო“, - განაცხადა გამყრელიძემ.