Digest Logo

რა შემთხვევაშია აუცილებელი კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

1630931249
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს თუ რა შემთხვევაში არის აუცილებელი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

ექიმის თქმით, ასეთი სულ 8 შემთხვევაა.

✔️თუ სამ თვემდე ასაკის ბავშვს ტემპერატურა 38 გრადუსი აქვს, ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

✔️ სამი თვიდან ზევით ტემპერატურა შეიძლება ჰქონდეს 39 გრადუსი, აუცილებლად გადასაყვანია კლინიკაში.

✔️ თუ ბავშვს ტემპერატურა 5 დღეზე მეტი უგრძელდება, ასევე აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.

✔️ თუ ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტ „პარაცეტამოლს“ ამ შემთხვევაშიც ექიმთან კონტაქტზე გასვლა აუცილებელია.

✔️ თუ ამ ყველაფერს თან ერთვის გამონაყარი მთელ სხეულზე კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

✔️ ასევე ამ ყველაფერს თუ ახლავს კრუნჩხვები, კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

✔️ თუ ტემპერატურას ტუჩების მიდამოში გალურჯება ახლავს, ასევე თითების გაციება, აქაც ყველა შემთხვევაში ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

✔️ ტემპერატურას ასევე შეიძლება ახლდეს გამოშრობის ნიშნები, ჩვენ უნდა გახსოვდეს რომ სიცხე მხოლოდ შემაწუხებელი არ არის, სიცხე არის ერთ-ერთი ფაქტორი გამოშრობის.

ღოღობერიძის თქმით, როცა მაღალია ტემპერატურა მნიშვნელოვანია, რომ სითხეების მიღების რაოდენობაც გაიზარდოს.

„როცა ტემპერატურა მაღალია სიცხეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პანიკას არ ავყვეთ, განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ტემპერატურა გადააჭარბებს 38 გრადუსს სიცხის დამწევი უნდა მივიღოთ. სულ 2 მედიკამენტია. იბუპროფენი და პარაცეტამოლი. სიცხის მართვა მხოლოდ სიცხის დამწევის მიღებას არ გულისხმობს, არამედ სითხეების მიღებას გულისხმობს.

ფიზიკური მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ ფილტვები კარგად ვენტილირდება. ფიზიკური მოძრაობის შემდეგ თუ დასვენებას დავაპირებთ, აუცილებლად მუცელზე უნდა დავწვეთ. ბუშტების ბერვა ასევე ძალიან კარგია. ჩემი რჩევა იქნება რომ ანტიბიოტიკები თვითნებურად არ მივიღოთ“, - აღნიშნა ღოღობერიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამასთან, ექიმმა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტზეც ისაუბრა.

„დღეს „დელტა“ ვარიანტი იმდენად სახეცვლილია თავისი საწყისი ვარიანტებისგან, რომ შეიძლება ვერც აღვიქვათ, რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმაა. ადრე, როცა ვინმე კოვიდით ინფიცირდებოდა ჩვეულებრივი მშრალი ხველა ჰქონდა, გამოხატული სიცხე, დაღლილობის განცდა და ეს იყო ტიპური ნიშნები. დღეს „დელტა“ ვარიანტს ამ ფორმით ნაკლებად ვხედავთ. დღეს უფრო ხშირია თავის მიდამოში არსებული სიმპტომატიკა. ტიპური ნიშნებია თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურა“, - დასძინა ექიმმა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

🔵„აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის“ - 14 რჩევა ექიმებისგან