ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს.
ხელმომწერები საზოგადოებას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
ექიმები აცრის უსაფრთხოებასა და უკუჩვენებებზეც ამახვილებენ ყურადღებას:
1. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.
2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.
3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.
4. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:
a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე
b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.
6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.
7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.
8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.
9. აცრა არ იწვევს უშვილობას.
10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.
12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.
13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და COVID-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.
14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.
ამავდროულად:
1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.
2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.
3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის", - აღნიშნულია მიმართვაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან