ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „დღის შოუ“ დეტალურად ახსნა, თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის რეინფიცირება.
მისი განმარტებით, ადამიანი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ამავე დაავადებით მინიმუმ 3 თვის განმავლობაში აღარ დაინფიცირდება.
„შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩებათ, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ.
რაც შეეხება პერიოდს - რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვით მაინც იცავს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.
ამასთან, ცერცვაძე ყველა ვირუსგადატანილს მაინც ურჩევს პირბადის ტარებას, რადგან, შესაძლოა ისინი ვირუსის მექანიკური გადამტანები იყვნენ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რადიკალური შეზღუდვების მომხრე ვართ - გამყრელძე
„შორს სატანა“, „21-ე საუკუნის პლატონი“ – რას უსურვებს ჟორჟოლიანი სააკაშვილს და როგორ ეხმაურება ხალხი