ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, იმ მოვლენის შესახებ წერს, რაც დღეს 22 საათსა და 21 წუთზეა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, ზუსტად ამ დროს სამყარო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც მეტ ჰუმანურობაში, სიკეთის კეთებასა და ჰარმონიაში გამოიხატება.
როგორც ცაგარელი აცხადებს, ეს პერიოდი, განსაკუთრებით კი უახლოესი 12 დღე კარგი საქმის კეთებას და დადებითი ემოციების გადინებას უნდა დაუთმოთ. მისივე თქმით, ამ 12 დღის განმავლობაში გაცემული ენერგია ასმაგად დაგიბრუნდებათ.
„ამ ფოტოზე კარგად ჩანს 21 დეკემბერს ორი პლანეტის შეერთება...
ჩემო მეგობრებო 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა, ეს გახლავთ წლის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური და საუკეთესო დღე!
ამ დღეს ყველაზე მოკლე დღეა და ყველაზე ხანგრძლივია ღამე, ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყება ზამთრის ათვლა, როდესაც ძველი მზე „კვდება“, ხოლო სამი დღის შემდეგ განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული ახლიდან დაიბადება.
ეს ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იქნება რადგან კოსმიური კულმინაციისა და მიკრორევოლუციის მომსწრენი გავხდებით, ეს არის გარდაცვალებისა და ახლიდან დაბადების კულმინაცია.
სწორედ ამ დღესვე ხდება გიგანტი პლანეტების, სატურნისა და იუპიტერის შეერთება, 21. 12. 2020
22:21 სთ.ზე სამყარო და საზოგადოება გადადის ცნობიერებისა და მენტალური განვითარების მეხუთე განზომილებაში.
ხდება კვანტური ცვლილება, ასეთი რამ 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება. ასეთი ძლიერი ციკლების თანხვედრა ბოლოს 3000-მდე წლის წინ იყო... როდესაც მოგვებმა მიაგნეს ყრმა იესოს.
ახალი 20-წლიანი ციკლის დასაწყისი გახლავთ!
ბნელი ძალები დაიწყებენ პოზიციების დათმობას და უკანდახევას და დასუსტებას.
გაძლიერებულად შემოდის ნათელი ძალები, ამ დროს მთელი სამყარო იწყებს ლოცვას , სიმშვიდით ვხვდებით ამ მოვლენას, მეგობრებო საჭიროა სანთელ-საკმეველთან ერთად წმინდა ხატებთან გულმხურვალედ ლოცვა, გავუგზავნოთ სიკეთით ერთმანეთს უფლისმიერი სინათლე, უანგარო უპირობო სიყვარული, სიმშვიდე, ვუსურვოთ სულის სიმრთელე... და ეს სულიერი მდგომარეობა უნდა განვაგრძოთ 2 იანვრის ჩათვლით.
რადგან ჩვენი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს მომავალი 20 წლის ტენდენციას...
ახალ ეპოქაში, ახალ ერაში შევაბიჯებთ, რომელსაც მერწყულის ერა ჰქვია და რომელიც 2 160 წელი გაგრძელდება.
ახლა რას ნიშნავს სამყაროსთან ერთად ჩვენი მეხუთე განზომილებაში გადასვლა.
შუმანის შკალის მიხედვით, თუ ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით 20-დან 30 ჰერცამდე ვიბრაციულ სიხშირეზე, შესაბამისად დედამიწაც ამ სიხშირეზე იყო მომართული და ადამიანებიც ...
ახლა კი 21 დეკემბრიდან ეს სიხშირე მატულობს და ჩვენ სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.
ანუ ადამიანმა თავისი დადებითი ქმედებით უნდა დააგროვოს 40 და მეტი სიხშირე, რათა მისმა ორგანიზმმა გაუძლოს ამ ვიბრაციას და არ დაუზიანდეს ჯანმრთელობა, ანუ სასიცოცხლო ძალებისთვის საჭიროა მინიმუმ 40 ჰერციანი სიხშირის ფლობა.
წარმოდგენა რომ გვქონდეს, რას ნიშნავს ეს:
შიში არის 1, 5 ჰერცი სიხშირის,
ხოლო ბოღმა - 2, 5 ჰერცი,
წყენა - 0, 2 ჰერცი,
კეთილშობილება - 150 ჰერცი,
სიხარული - 43 ჰერცი,
სიყვარული - 140 ჰერცი.
ანუ პოზიტიური ენერგია 40 ჰერცს სცილდება. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ.
მიხვდით ? განწყობაზეა გამოცდა!
აკონტროლეთ ნამდვილი, შინაგანი განწყობა!
თუ ადამიანი ივლის ბოღმის, წყენის და შურის გზით, 40 ჰერცამდე თუ ვერ ავიდა თავისი ვიბრაციული მუხტით, ასეთი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება...
ანუ სამყაროში გადატვირთვა ხდება დედამიწაზე ენერგიებისა და ჩვენც მასთან ერთად უნდა გადავიდეთ.
ასე რომ ვიაროთ სიკეთის და სიყვარულის გზით, რაც უფლის გზაა და სწორედ უფლის გზაზე მავალ ადამიანებს ყოველთვის გამოიხსნის უფალი.
ვაკეთოთ მეტი სიკეთე, მეტი სათნოებითა და სიყვარულით გავითბოთ გულები, მოვეფეროთ ერთმანეთს, დავამშვიდოთ, გავამხნევოთ და გავახაროთ.
ვაკეთოთ რაც შეიძლება მეეეტი სიკეთე, სიტყვით, საქმით, რითაც შეგიძლიათ, დაურეკეთ მოიკითხეთ თბილად ადამიანები, მოეფერეთ , გაამხნევეთ, ესეც სიკეთეა...
გაეცით, გააჩუქეთ, დალოცეთ, მოიფიქრეთ თქვენებური სიკეთეები...
და რაც უფრო პოზიტიურად და უფლისმიერად გაივლით ამ 12 დღეს, ასევე იქნებით შემდეგ 12 თვისა და 20 წლის განმავლობაში...
ამ 12 დღის მანძილზე გამორიცხეთ, არანაირი ტყუილი, წუწუნი, ნებისმიერი ნეგატიური მოქმედება, უკმაყოფილების გამოთქმა, არაკეთილსინდისიერი საქციელები...
რაც შეიძლება მეტი სიკეთე, მეტი მადლიანი საქმე, მეტი პოზიტივი, მადლიერება დავაფიქსიროთ ამ ჯადოსნურ დღეებში, რაც მერწმუნეთ ყველაფერი გაასმაგებულად დაგვიბრუნდებათ მომდევნო 20 წლის მანძილზე...
სიკეთე და მშვიდობა მოგვმადლოს სიყვარულთან ერთად უფალმა ! “ - ნათქვამია მიხელ ცაგარელის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა გველოდება 20-21 დეკემბერს? – აპოკალიფსური მოვლენების პიკი და რამდენიმე სცენარი ერეკლე შონიასგან
ვხედავ წყალდიდობებს, ხელისუფლების მტკივნეულ გადაბარებას - ქართველი ეზოთერიკოსის წინასწარმეტყველება
დღეს ცაზე შობის ვარსკვლავი გამოჩნდება - როგორ და როდის დაინახავთ მას
წყარო: www.facebook.com