ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის დავით გადელიას თქმით, „რემდესივირი“ არ არის ის პრეპარატი, რომელიც დაავადებას სრულად კურნავს და აქრობს.
მან მოსახლეობას პრეპარატ „რემდესივირთან“ დაკავშირებით მიმართა და მოუწოდა, რომ ნუ ექნებათ ზედმეტი მოლოდინი, რადგან აღნიშნული მედიკამენტი პანაცეა არ არის. გადელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რემდესივირი დამხმარე პრეპარატია და ის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.
„შემოტევასავით წამოვიდა, სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ „ხვალიდან „რემდესივირზე“ გადახვალთ ხო“? მინდა ვთქვა, რომ ეს არც პანაცეაა, არც პირდაპირი დარტყმითი მედიკამენტია ამ დაავადების წინააღმდეგ, არანაირი ზედმეტი და განსაკუთრებული მოლოდინი „რემდესივირთან“ ნუ გექნებათ.
არ არის ეს ის პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს და აქრობს. ამ მედიკამენტმა საწყის ეტაპზე შესაძლოა გაუმჯობესება გამოიწვიოს.
ბატონ თენგიზ ცერცვაძეს არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე მედიკამენტია გამოსული, რომელიც პირდაპირ ამ დაავადებას კურნავს. ეს არის დამხმარე პრეპარატი, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოიყენება. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ „რემდესივირი“ არის ერთ-ერთი დამხმარე პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია რაღაც დროს დანიშნოს ექიმმა თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. არანაირი პანაცეა, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობის მედიკამენტი ეს არი არის“, - აღნიშნა დავით გადელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
17 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია.
⚪გრეთვე დაგაინტერესებთ:
კულტურის სფეროში, ის ინტერესები, რაც დასაცავია ჩაიკარგა - წულუკიანი ფარულ სურვილს ამხელს
რა შემთხვევაშია მოსალოდნელი რეინფიცირება? - ცერცვაძის პასუხი