ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ახლობლის შესახებ წერს, რომელიც, 48-დღიანი ბრძოლის შემდეგ, კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც რომან ქევხიშვილი ამბობს, პაციენტი შველას ითხოვდა, თუმცა ყველა უძლური აღმოჩნდა. ჟურნალისტი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„2 მაისს კოვიდი რომ დაუდასტურდა, მაშინ დაიწყო და 48 დღე გაგრძელდა ჯოჯოხეთი...
თავდაპირველად მესინჯერში ვლაპარაკობდით, მერე როცა სუნთქვა გაუჭირდა, გამუდმებით ვწერდით ერთმანეთს, ვიდრე აპარატზე გადაიყვანეს...
ბოლოს მომწერა: ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო... ძალიან ცუდად გავხდი, ადამიანი შველას ითხოვდა და ვერ ვუშველეთ - უძლური ვიყავით ყველა გარდაუვალი მარცხის წინაშე...
20 ივნისს, როდესაც რეანიმაციიდან 48-დღიანი კოშმარის დასასრულის სათქმელად დამირეკეს, მას შემდეგ რეალობას გავურბივარ... როცა თბილისში ვარ, აკურაში მგონიხარ - აკურაში ვარ და თბილისში...
არადა არსადაც აღარ ხარ... თუმცა მაინც ყველგან ხარ - ამ 40 დღეში, არაფერი ყოფილა უშენოდ მარინე...
და ბოლოს, ჩვენი ათეულობით ფოტოდან, ყველაზე მეტად ეს მიყვარს - ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენ ურთიერთობას, ნდობას, სიყვარულს, მეგობრობას...
P.S აიცერით ხალხო, გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლესთან ერთად გარშემომყოფებს!,“- წერს ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ინფორმაცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები და ვაქცინაცია ვერ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი
„ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს“ - დეკანოზი
მეოთხე ტალღიდან გადავალთ ცუნამში და დაგვემართება საშინელება - დევი ტაბიძე