Digest Logo

„ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს“ - დეკანოზი

1627463800
დეკანოზი თამაზ ლომიძე

„დღე არ გავა, რომ 10-დან 20 ადამიანამდე არ გარდაიცვალოს და წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის" - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სპეციალურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, არიან სასულიერო პირები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ არ აიცრან.

„ამ მედიცინის მიღწევას, ამ ღვთის წყალობას, მართლაც ამ განსაცდელში, განსაცდელში ვართ გესმის, ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს, რაღაც წარმოუდგენელი მოტივებით და ხშირად რელიგიური მოტივებით.

არის საქართველოში კიდევ ხალხი, მორწმუნენი, რელიგიური ადამიანები ძირითადად, სასულიერო პირებიც კი, ვინც აცრის უარყოფისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ხალხი კვდება მათ თვალწინ, მძიმე მდგომარეობაში ხალხი თვეობით ატარებს აპარატზე შეერთებული საავადმყოფოში, აცრა გადარჩენაა ამ დროს და ხალხი ქადაგებს, რომ უარი უთხრან აცრას. ამაზე დიდი სიგიჟე აღარ არსებობს, ეს არის ჩვენი ინდიკატორი რა მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ხალხის რაღაც ნაწილი", - ამბობს თამაზ ლომიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს კვირა იქნება გადამწყვეტი - რა სცენარისთვის ემზადება ჯანდაცვის უწყება

არ შემიძლია ჩუმად ვუყურო, როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას - დევი ტაბიძე