Digest Logo

„როგორ ებრძვის საქართველო „ომიკრონს“ - რა ფოტოს აქვეყნებს ზაზა წერეთელი

1641967668
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოშია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„როგორ ებრძვის საქართველო „ომიკრონს“. წასვლის წინ, გადავწყვიტე საველე ეპიდემიოლოგიის პილოტი ჩამეტარებინა.

დილა, „კოფი ლუი“ კაფე ჭავჭავაძის პროსპექტზე, ყოფილი „ფრანციის" ტერიტორიაზე.

ძალიან მცირე ფართი და საკმაოდ ბევრი მაგიდა. მაგიდებს შორის დისტანცია ძალიან პატარა. დახურული სივრცე, და საკმაო რაოდენობის კლიენტი. არავინ გეკითხება გაქვს თუ არა კოვიდ პასპორტი.

შუადღე. სამარშრუტო ტაქსი. გადაჭედილი, ფეხზე დგას ერთი 7 ადამიანი, ჩათვალეთ რომ კალთაში გიზით. ყველა ფანჯარა დაკეტილი. მძღოლზე შენიშვნის მიცემისას, რატომ ამოჰყავს ამდენი ხალხი მივიღე პასუხი - მერიამ ნება დაგვრთო, 5-6 კაცი გავაჩეროთ ფეხზეო.

ტესტირების ცენტრი, ყაზბეგის გამზირზე. ცენტრში შესულებს ურიგებენ ბახილებს. ცენტრში ბევრი ხალხია, ამიტომ გარკვეული ნაწილი გარეთ გამოდის, იგივე ბახილებით. არადა ბახილების დანიშნულება უნდა იყოს, რომ არ შეიტანო ცენტრში გარედან მტვერი, სიბინძურე და მიკრობები.

შესაბამისად, კითხვა, რა აზრი აქვს ბახილების დარიგებას.

პოზიტიური მხარე - კოვიდ ვირუსი არ არსებობს, ნუ საქართველოში მაინც...", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს რაებს კადრულობთ რეზო ამაშუკელზე, ეს რას უშვებთ თქვენი ბინძური პირებიდან“ - რას წერს ნინო ჯღარკავა

🔵„როგორც იესომ სიკვდილზე, შენ გაიმარჯვე ნაცებზე“ - ერეკლე დეისაძე რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას ეხმაურება

🔵„ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი

🔵 VIDEO: ის, რაც ეთერში არ მოხვდა - როგორ იწერებოდა ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი

🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები