Digest Logo

როგორ გავიგოთ, სუნთქვის უკმარისობა გვაქვს თუ ნევროზი? - პულმონოლოგი გვირჩევს

1605088570
ექიმი - კახა ვაჭარაძე

​​პულმონოლოგ კახა ვაჭარაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის არსებობით შეშინებულები არიან, ხშირად სუნთქვის უკმარისობის განცდა პანიკის საფუძველზე უჩნდებათ.

ვაჭარაძე პაციენტებს სისხლში ჟანგბადის გასაზომი საშუალების ყიდვასა და მის სისტემატიურად გამოყენებას სთავაზობს. ​​პულმონოლოგის თქმით, თუ გაზომვის შემდეგ სატურაცია 95-სა და 100-ს შორის იქნება მდგომარეობა ნორმალურია.

„ხშირად ​პაციენტებს, პანიკური შიშის გამო აქვთ ნევროზული მოვლენები, რის გამოც მათ ჰგონიათ, რომ აქვთ სუნთქვის უკმარისობა. ეს გასაგებიცაა, რადგან ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის შემაშფოთებელია. ემოციურმა ფაქტორმა არ უნდა გადაგვძალოს. საკმარისია, გავიზომოთ სატურაცია (სისხლში ჟანგბადის განსაზღვრის მაჩვენებელი). თუ ის არის 95-სა და 100-ს შორის, მშვიდად უნდა ვიყოთ. ჯანგბადის გასაზომი აპარატი პულსოქსიმეტრები გვაქვს სააფთიაქო ქსელში პაციენტებს შეუძლიათ შეიძინონ ის და გამოიყენონ, როგორც იყენებენ თერმომეტრებს. პულსოქსიმეტრი თითის დისტალურ ფალანგზე უნდა მოთავსდეს და ის გვიჩვენეს სისხლში ჟანგბადის შემცველობას“, - აცხადებს კახა ვაჭარაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გამოვლენილია კორონავირუსის 7 ფარული სიმპტომი

მას სისხლის გამათხელებელი შეგვიძლია ვუწოდოთ, მიიღეთ ის სახლში მკურნალობისას - იმნაძე

როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება... გახარია გვაფრთხილებს