პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშებელის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე რჩევას უზიარებს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, თავად კოვიდინფიცირებული იყო და მარტივად დაამარცხა მომაკვდინებელი ვირუსი.
„კორონა ისე გადავაგორე კაციშვილი არ შემიწუხებიხართ. ახლა კი გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:
- დარწმუნდით რომ კომპეტენტური ექიმი მოგამაგრეს და არა ჩემსავით ცოტა უპასუხისმგებლო და ,,რავიცი აბა თუ გინდათ გაიკეთეთ” (დეტალებით არ გადაგღლით)
- არ ინერვიულოთ და არც კორონიანი ადამიანი არ გაანერვიულოთ, ისედაც სტრესშია.
- თუ ვინმე თქვენს ახლობელს, მეზობელს კორონა დაუდასტურდება და სახლშია, არ დაიზაროთ და ერთი თეფში სადილი, ხილი მიაწოდეთ ხოლმე, ამ დროს კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას არ აქვს ამის საშუალება. არაა საჭირო კითხვები, პირდაპირ მოიკითხეთ“,- წერს ჭალიძე.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ოკუპირებულ ცხინვალში მოხუცებს აიძულებენ რუსული ვაქცინა გაიკეთონ
კლინიკაში პაციენტების მიღების არანაირი რესურსი აღარ გვაქვს - რატიანი