Digest Logo

სად შეძლებენ ვაქცინირებული პირები საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღებას

1627475783
კოვიდპასპორტი

ვაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესახებ ცნობა შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:

◼ ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

◼ ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;

◼ სამედიცინო დაწესებულების დასახელება;

◼ ინფორმაცია ჩატარებული კოვიდ 19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

➤ მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

➤ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ.

➤ იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ" - ნახეთ, ზურაბ კახაბრიშვილის ემოციური ფოტო

საქართველოს პირველი ოქროს მედალი - ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

„მე რომ ხმას არ მივცემ არავის, ვინც პარლამენტს არ დატოვებს დღევანდლის მერე, ზუსტად ვიცი...“ - ინგა გრიგოლია