„ქართულმა ოცნებამ“ ახლახან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ გააკეთა განცხადება, შესაბამისად, იხსნება ის 43%-იანი ბარიერი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში, მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულება ჰქონდა აღებული.
ინგა გრიგოლია ახალ განცხადებას ეხმიანება და ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს:
„იცოდნენ, რომ 43 პროცენტს ვეღარ იღებდნენ ამ არჩევნებზე (გახარიამ წაიღო მათი ძირითადი ხმები) და „ოცნებამ“ ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი. ვადამდელი არა კვახიო, 43 პროცენტი არა, კვახიო.!!!!! შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია!!!
ესეც ბიძოს ახალი ტრიუკი (ტყუილად კი არ ამბობს, პელეს მეძახიანო).
ახლა ადექით და დატოვეთ პარლამენტი, ბატონო ოპოზიციავ – სხვა შემთხვევაში, ერთ ხმას ვეღარ აიღებთ ამ არჩევნებში! მე რომ ხმას არ მივცემ არავის, ვინც პარლამენტს არ დატოვებს დღევანდლის მერე, ზუსტად ვიცი… ვეჭვობ, სხვა ამომრჩეველიც.
გილოცავთ ავტორიტარიზმის გზის ოფიციალურად გამოცხადებას!“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„საქართველოში 3 ბავშვი ავცერით...“ - მიქელაძე
„რა გჭირთ მართლა, თქვე გაჭირვებულებო... ვეღარც ვბრაზდები რა...“
„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა...“