Digest Logo

საქართველო წითელ ზონაში გადავიდა - გამყრელიძე

1603440383
გამყრელიძე - 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელით წითელ ზონაში გადავიდა.

„ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით წითელ წონაში, ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, თუმცა გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირების ჩატარების თვალსაზრისით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოფიციალურად, წითელი ზონა ეს არის რეგიონი, ან ცხელი წერტილი, რომელიც კლასიფიცირდება ეპიდემიისთვის ცხელ წერტილად.