ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კლინიკაში დაუდასტურეს.
კლინიკის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდაპირველად მას კონსერვატიული მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა.
მძიმე მდგომარეობის გამო ორსულობის მე-7 თვეზე აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, რის შედეგადაც ნაყოფი გადარჩა. ჩვილი, სავარაუდოდ, ინფიცირებული არ არის.
ასევე დაგაინტერესებთ👇