ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავალდებულო ვაქცინაცია ევროპაში „უაღრესად გადამდები“ Omicron Covid-ის ვარიანტის გავრცელების საპასუხოდ.
„სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების მოფერებას და შესაბამისად საქართველოს მუდმივი პანდემიის პირობებში ცხოვრებისთვის ამზადებს, ამ დროს დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავალდებულო ვაქცინაცია ევროპაში „უაღრესად გადამდები“ Omicron Covid-ის ვარიანტის გავრცელების საპასუხოდ.
წევრი ქვეყნებისადმი მოწოდებისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ სწრაფად უნდა დააჩქაროს ბუსტერ დოზებით აცრა და მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც დროებით ახორციელებენ მოგზაურობის წინ PCR ტესტებს მოთხოვნის დანერგვას (მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა) კითხვაზე, მხარს უჭერდა თუ არა საბერძნეთის მთავრობას 100 ევროს (85 ფუნტი) ყოველთვიური ჯარიმის დაკისრებაში 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ვინც არ აიცრა Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ დაავადების გავრცელება და ვაქცინაციის დაბალი მოცვა პრობლემაა ყველა ქვეყნისათვის და შესაბამისად ასეთი ღონისძიებები შესაძლოა იყოს განხორციელებული როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის პასუხი.
ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა, რომელიც თავის დროზე ექიმად მუშაობდა (მის პოლიტიკურ კარიერამდე) აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ გვაქვს ვაქცინები, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები, მაგრამ ისინი ყველგან ადეკვატურად არ გამოიყენება. და ეს ჯდება მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასად და ეს არის უზარმაზარი ჯანმრთელობის ხარჯი, რომელიც თან ახლავს ამ პრობლემას.
შესაბამისად, შეუძლებელია ევროკავშირმა მუდმივად ასე გააგრძელოს ცხოვრება, იმის გამო რომ ვაქცინაციის მოცვა ზოგან დაბალია” მან დასძინა: „როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირის ფარგლებში სავალდებულო ვაქცინაციაზე? ამას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რომელიც დისკუსისს შედეგად ჩამოყალიბდება ვფიქრობ ეს დისკუსია, უნდა დაიწყოს“.
მოკლედ, ევროკავშირი და ყველა განვითარებული ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად აცრას თავისი მოსახლეობა, ხოლო ის ვისაც არ ესმის ვაქცინაციის აუცილებლობა, აიძულოს აიცრას, რადგან თავის ქმედებით ისინი არ მარტო საკუთარ თავს არამედ მთელი ქვეყნების მომავალს აგდებენ საფრთხეში „მე" კი კარგია ბატონებო საქართველოში, მაგრამ თუ „ჩვენ" არ ვისწავლეთ „მე"-ს მთქმელიც შეიძლება არ დარჩეს გარკვეული დროის შემდეგ...
განვითარებული ევროპა კი მიხედავს თავის თავს რომ გადარჩეს და გაძლიერდეს“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა
🔵VIDEO: რა შეემთხვა ქეთა თოფურიას კონცერტის დაწყებამდე - მოულოდნელი ინციდენტი