Digest Logo

სასწრაფოდ გაავრცელეთ ამ ბოროტმოქმედზე ინფორმაცია, რომ მცდარი რეკომენდაციებით პაციენტები არ იმსხვერპლოს - ნანა გეგჭკორი

1607877725
გეგჭკორი ნანა

ექიმი ნანა გეგეჭკორი ფეისბუქის პირად გვერდზე, სოციალური ქსელის მომხმარებლის, ნუნუ გობრონიძის სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მის მიერ გავრცელებული რეკომენდაციები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სასიცოსხლო საფრთხეს შეიცავს.

ამასთან გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ, იმ ინფორმაციაზე აგებს პასუხს, რომელიც საკუთარ ფეისბუქზე ვრცელდება.

„აი, ასეთი უბოროტესი არსებებიც დაირებიან დედამიწაზე. თან, რა თქმა უნდა, ხატების კუთხე აქვს მოწყობილი ფეისბუკზე. ეს არის უბოროტესი, შეგნებული თუ შეუგნებელი მცდელობა მკვლელობის. აქ მოყვანილი რეკომენდაციები პაციენტებისთვის სიკვდილის საფრთხეს შეიცავს.

სააგენტოებს ძალიან ვთხოვ, სასწრაფოდ გაავრცელეთ ამ ბოროტმოქმედზე ინფორმაცია, რომ მცდარი რეკომენდაციებით პაციენტები არ იმსხვერპლოს.


ჩემი სახელით, სხვა გვერდზე გავრცელებული ნებისმიერი რეკომენაცია იქნება ყალბი. არ ვთანამშრომლობ არავისთან გარდა covaider-ისა. არც ერთი სააგენტოს, გვერდის ან პიროვნების მეშვეობით არ ვავრცელებ ინფორმაციას.

ჩემი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე იდება მხოლოდ ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე და პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე რასაც მე თვითონ ვავრცელებ“, - წერს ნან გეგეჭკორი.

ცნობისთვის, გეეგჭკორის გაღიზიანება ნუნუ გობრონიძის ამ პოსტმა გამოიწვია:

„ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული, ნანა გეგეჭკორი, საქართველოში მოღვაწე წარმატებული ექიმი გიორგი ღოღობერძე გვაძლევენ რჩევებს და რეკომენდაციებს. შევეცადე ერთად შემეკრიბა და მომეწოდებინა თქვენთვის. მაშ ასე :

* ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ ხანგრძლივად ოდნავ გაღებული პირით.

*ცხელება, როგორც წესი, ჩნდება დაინფიცირებიდან მე-5 დღეს. ხშირად, ეს არის პირველი სიმპტომი. t° >38.5 პარაცეტამოლი ყოველ 4- 6 საათში ერთხელ 1 ტაბლეტი. დღიური ნორმა 4 გრამზე მეტი არ შეიძლება. იბუპროფენი, ან მიგ-400, ნუროფენი, ინფორინი, ალგოფლექსი.

* ხველა კოვიდის დროს არის მშრალი.კარგია 1 ჩ/ კ თაფლი. ლიბექსინი, ტოპტუსინი, მაგიტუსი.

* ფაღარათის დროს იმოდიუმი, მაღალი სიცხის დროს ლოპერამიდი არ შეიძლება

* ქოშინი- ცხელების დაწყებიდან მე-5 მე-8 დღეს ჩნდება, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. დექსამეტაზონის ტაბლეტი დღეში 1× ჭამის დროს. დიაბეტის დროს დექსამეტაზონი არ მიიღოთ!

* ყნოსვისა და გემოს დაქვეითება ან დაკარგვა- უცილობელი სიმპტომია კოვიდის დროს.

* გახშირებული სუნთქვის დროს, როცა ჩასუნთქვა მტკივნეულია, დოქსიციკლინი, ამოქსაცილინი.

* D ვიტამინი -- ვიტაგამა D 3, ვიტაფეროლი, ვიტაპლიუსი D 3, დიფეროლი, იუნიკალი.....ჭამის დროს 1 ცალი დღეში ერთხელ. D ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ფაღარათის დროს.

* გადასხმა- ფიზიოლოგიური + 1 ამპულა ც ვიტამინი. დღეში ერთხელ. სასურველია 5 გადასხმა.

* ბევრი სითხე. 1 ლიტრ სასმელ წყალში +10 წვეთი პერეკისი- მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ ყლუპებად. ლიმონიანი ჩაი რამდენჯერმე.

* მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით- ანტიკოაგულანტები. ასპირინის მეოთხედი ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს.

* ყელის ტკივილის, წვის, ფხაჭნისებური შეგრძნების დროს- სტრეპტოციტი დაფშვნილი ენაზე და წყალი მიაყოლეთ. კარგია ფარინგოსეპტი, სეპტოლეტე.

* ანტიბიოტიკი-- მხოლოდ და მხოლოდ პნევმონიის შემთხვევაში.
ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იღებენ არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, შეუძლიათ გააგრძელონ მათი მიღება.

* ოთახი უნდა განიავდეს ხშირად. ეცადეთ ისუნთქოთ მზით გამთბარი ჰაერი. დღეში 15- 20 წუთი გაჩერდით მზეზე.
როდისაა გადასაყვანი პაციენტი?

თუ არის :
გაძნელებული სუნთქვა
სისხლიანი ხველა.
მაღალი t°
ძილიანობა
დაბალი წნევა.
რისკის ჯგუფი( ასაკი, ჭარბი წონა, თანმხლები ქრონიკული დაავადებები)
აქედან 1 ნიშანი = საშუალო სიმძიმეს.
2-3 ნიშანის არსებობის შემთხვევაში სასურველია ჰოსპიტალიზაცია.
3-ზე მეტი სიმპტომის დროს -- სასწრაფოდ გადასაყვანია.
რაც მეტი გვეცოდინება კოვიდ- ინფექციის შესახებ, მით უფრო დაცული ვიქნებით გართულებებისაგან.
გისურვებთ გამოჯანმრთელებას!
მესამე ნაწილში ვისაუბრებთ, - კორონის გადატანის შემდგომ პერიოდზე.