Digest Logo

„ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული დღეა...“ - რა უნდა გავაკეთოთ 9 სექტემბერს? გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

1757336876
 გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 9 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული, დაფარული და ამავდროულად პორტალური სივრცის დღე. თუ რას მოიცავს და რა შეიძლება რომ გაკეთდეს, ამაზე, სწორედ ახლა ვისაუბრებ:

9.09.2025 - ნუმეროლოგიურად ფიქსირდება სამი ცხრიანი, რაც იშვიათ მოვლენათა კატეგორიას მიეკუთვნება. ეს შეიცავს ძლიერ სიმბოლოზმს, როგორც ნუმეროლოგიურად, ისე ეზოტერულად.

როგორია მისი ანალიზი?

9.09.2025 - გამოდის მე-9 დღე, მე-9 თვე და 2025 (2+2+5) მე-9 წელი. ჯამში სამგზის 9 ციფრთან გვაქვს საქმე.
ნუმეროლოგიაში 9-ის სიმბოლიზმი ასეთია:

ეს არის პროცესი, როდესაც რაღაც სრულდება და იხურება. მათემატიკურ სამყაროს თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ 9 მართლაც ბოლო ციფრია, ხოლო მის იქით რიცხვები მოდის, ანუ ცხრიანი შემკვრელი, მისიის დამსრულებელია.

ცხრიანს აქვს შესაშური სიბრძნე და ფასდაუდებელი გამოცდილება. ეს ციფრი ასოცირდება მასწავლებლობასთან, ფილოსოფიასთან, მოძღვრის როლში ყოფნასთან.

ცხრიანი მსახურების და დახმარების ნიჭია. ცხრა გვიხმობს რომ ვძლიოთ ეგოს და ვაჯობოთ საკუთარ „მე-ს”.

2025 წლის 9 სექტემბერს, ადამიანებს შეუძლიათ, რომ გათავისუფლდნენ ნეგატიური პროგრამებისგან, კოსმოსური კარი ღიაა, ამიტომ დრო ჩართულია, მთავარი მოქმედებაა!

ძველი ტვირთი, შიდა თუ გარე. გადახედეთ დრომოჭმულ ურთიერთობებს, გააკეთეთ სიმბოლური გაწმენდა, კარგი დროა გენერალური დალაგებისა და საბოლოო ფორმირებისთვის.

სამი 9 ეს არის გაძლიერებული, სუპერ კოსმოსური სიგნალი, ხოლო ამ დღეს დასრულებული საქმეები მჭიდროდ იქნება დახურული ან უბრალოდ ისე დასვამთ წერტილს, რომ დიდი ხანი თემა ვეღარ აღდგება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, შეგიძლიათ დაწეროთ ამ დღეს ფურცელზე ყველა ის ნეგატივი, რაც გაწუხებთ და გსურთ რომ გათავისუფლდეთ. იქნება ეს შიში, ბარიერი, უარყოფითი ემოცია, ადამიანი ან სხვა … შეგიძლიათ ფურცელი დაწვათ კიდეც.

კარგი დროა ხატვისთვის, შეგიძლიათ გადაიტანოთ ფურცელზე ის, თუ რა გსიამოვნებთ და რაზე ოცნებობთ.

აგრეთვე, ჩამოწეროთ ის 9 სურვილი, რაც გსურთ ან რისთვისაც უკვე ხართ მადლიერი. მადლიერების გრძნობა დიდი ძალაა, გადაუხადეთ მადლობა შემოქმედს, რაც გაქვთ, რათა გაიღოს ახალი კარი.

2025 წელიც 9-იანის წელია. ამიტომ, ამ წელს ბევრს ბოლო შანსები გეძლევათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დახუროთ ძველი პროგრამები, რათა 2026 წელს ახალი იმედებით და განახლებული ბუნებით შეხვდეთ.

ძალიან კარგია ამ დღეს პირდაპირ შემოქმედთან დიალოგი, ლოცვა, ხატვა, წერა, ცეცხლის სტიქიასთან სიახლოვე, ფსიქოლოგიური სეანსები.

გლობალურ დონეზეც კი, რადგან ცხრიანის წელია ახლა ძველი სისტემების რღვევის, წესებისა და სტრუქტურის ჩამოშლის დროა დამდგარი. სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური კარები იკეტება. ან ახლა შეთანხმდებიან ლიდერები თუ როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი ან არადა სიტუაცია გართულდება.

ასეთია ციფრი ცხრის ენერგია. ეცადეთ მაგ დღეს, რაც შეიძლება ბევრი სიკეთე გააკეთოთ და დაეხმაროთ ერთმანეთს!

გახსოვდეთ ახლა დასრულებული საკითხები კარგად გააკერხერებს თქვენს შიდა სამყაროს!

პორტალური კარიბჭე იხსნება, ამიტომ ეცადეთ, რომ გულით ჩაიფიქროთ, რაც გსურთ, გაუშვათ ყველა და ყველაფერი, რაც ზედმეტია, გულით ილოცოთ, სახლში თუ ტაძრებში, გულით აკეთოთ ის საქმე, სადაც ხართ და გულით გაახაროთ ერთმანეთი!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა

⭕„ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, ღმერთო მადლობა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „დიდი ხანძარი იყო გარდენიაში, მართა და მარო ბებო კი გარეთ თესლების ყუთზე ისხდნენ...“ - რას ჰყვება ზურა შევარდნაძე