Digest Logo

„ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა - ქუჩა, დაეტიეთ სახლში" - მაკა ბულეიშვილი

1628841738
მაკა ბულეიშვილი

ექიმი თერაპევტი მაკა ბულეიშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც კოვიდდადებითია, თუმცა ქალაქში მაინც გადაადგილდებიან.

„სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირი" - ასე გგონიათ ხომ? ეს ყველას ტკივილი და მწუხარებაა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ უმორჩილესად გთხოვთ, ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა - ქუჩა დაეტიეთ სახლში. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მედპერსონალი, ვეღარ შეძლებენ თქვენს დახმარებას, ახლა გულგრილობის დროა ? ახლა დროსტარების დროა? რას ფიქრობთ რას? ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია. დღეს ვიტირე, უნებლიეთ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას, თითოეული თქვენგანი უძვირფასესია ,სიცოცხლემ უნდა აჯობოს ამ ჯოჯოხეთს. გთხოვთ, დაიცავით რეკომენდაციები! გთხოვთ ატარეთ ნიღაბი! გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში ! უნდა გადავლახოთ ეს უმძიმესი პერიოდი, როგორ? როგორ და უნდა ვიბრძოლოთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. სხვა გამოსავალი არაა",- წერს მაკა ბულეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს, თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ჰყავს! - კვიცარიძე

„უბრალოდ სიმართლის თქმა ჯობია და რომ იცოდეთ ასე იყო" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი როგავაზე

„აიცერით, ნუ დაუჯერებთ ბოროტ და სულელ ქართველებს" - რობერტ სტურუა