ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის ეს ტალღა „სწორი-მიმართულებით“ მიდის.
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, შემთხვევების რიცხვი იზრდება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი ამ მონაცემს არ მიჰყვება.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში დღიური შემთხვევები 10 000-ს გადააჭარბებს, რამაც არ უნდა შეგვაშინოს:
„პანდემიის ეს ტალღა „სწორი-მიმართულებით“ მიდის – შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!”, – წერს კულუმბეგოვი „ფეისბუკში“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ლისზე ერთი ყინული რომ ჩატყდა, იმსხვრეოდა და იმსხვრეოდა - კაცები გაწვნენ და ხოხვით მივიდნენ მოფართხალე ბავშვამდე“ - ეკატერინე იმედაძე
🔵7947 ინფიცირება, 31 გარდაცვალება, 5550 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში