Digest Logo

შესაძლოა, საწოლები აღარ გვეყოს - ცერცვაძე

1603123228
თენგიზ ცერცვაძის განცხადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლია.

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ის რაოდენობა დაფიქსირდეს, რომ საწოლები საკმარისი არ იყოს.

თუმცა, როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რადგან ქვეყანაში ასეთი სიტუაცია არ შეიქმნას.

„საქართველოში მთლიანად, საჭიროების შემთხვევაში რეალური რესურსი - ეს არის 6 000 საწოლზე მეტი.

როდესაც ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რა თქმა უნდა, არის რისკები. შესაძლოა, დადგეს ისეთი მომენტი, ანუ გვყავდეს ახალი ავადმყოფების ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყნის ეს ძალიან დიდი საწოლფონდი და სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი ვეღარ აუვა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავუშვათ. ეპიდემიოლოგები სრული დატვირთვით მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ წერტილოვანი ჩარევებისთვის.

მაგრამ ასეთი პერიოდები იდგა და დგას ევროპაში. ინგლისში 44 ათასი კაცი მოუკვდათ, მათგან 4 ათასი ბინაზე, რადგან საწოლები საკმარისი რაოდენობით არ იყო და ვერ ახდენდნენ მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზებას“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.