Digest Logo

„შეზღუდვები აუცრელებისთვის უნდა იყოს“ - იმნაძის რეკომენდაცია საბჭოს

1628159247
იმნაძე პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სასწრაფოდ აცრა.

 

„ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავიცვათ მოსახლეობის სიცოცხლე, არის აცრების კიდევ უფრო მეტი გააქტიურება. ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. შეკითხვას გააჟღერა თუ არა ეს მოსაზრება საკოორდინაციო საბჭოზე? უპასუხა - დიახ, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, როცა გადაწყდება აუცილებლად მოგახსენებთ “, - აცხადებს პაატა იმნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დავაყენებთ რეკომენდაციებს და მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს - გამყრელიძე

„ადამიანები ამის გამო მთხოვენ პასუხს, ილანძღებიან, ცოტას იწყევლებიან და რას გამოვიდე თავი ნეტავ?“ - რა შეემთხვა გვანცა დარასელიას

კიდევ ერთი გარანტირებული მედალი - გენო პეტრიაშვილი ფინალშია