Digest Logo

შეზღუდვები იწყება! - ვის რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა?

1606388350
ზოდიქო და ფული

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  

წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების პარალელურად, საქართველოს მთავრობა, როგორც მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, აგრეთვე ბიზნესსექტორისთვის გარკვეული ტიპის დახმარებას გასცემს.

ესენია:

  • აგრარულ ბაზრობებსა და სხვა ტიპის ბაზრობებში დასაქმებული ადამიანები ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას.
  • ამასთან, ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს მთავრობა აღებულ სესხს გადაუვადებს.
  • ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს დაკარგავს სამსახურს 6 თვის გაბნმავლობაში მიიღებს 200 ლარს.
  • 18 წლამდე შშმ პირი 6 თვის განმავლობაში მიიღებს 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას.
  • 4 თვის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქეს მთავრობა დაუფარავს კომუნალურ გადასახდებს (გაზი 200 კვ. ფარგლებში, ელექტრო ენერგია (100 კვ ფარგლებში).

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნაწილობრივი ლოქდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა რეგულაციები დაწესდება?

ლოქდაუნით გამოწვეული სიკვდილიანობა ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე აღმატებული იქნება - გურული

უცნაურია, რესტორნების მუშაობის შეზღუდვა სიცოცხლეზე მაღალ პრიორიტეტად რომ გვაქვს გამოცხადებული - გოცირიძე