Digest Logo

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

1600849768
ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელი

საფეხბურთო კლუბ ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ინფიცირების გამო, შოთა არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ თამაშს ვერ უხელმძღვანელებს.

ინფორმაციისთვის, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორს“ 2017 წლიდან წვრთნის.