Digest Logo

სილურჯე ტუჩების ირგვლივ, ქოშინი... - კულუმბეგოვი კორონავირუსის საგანგაშო ნიშნებზე

1603467662
ინფექციონისტი, ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება და არ აქვს თანმხლები დაავადებები სანერვიულო არ აქვს. მას შეუძლია სახლში იმკურანლოს.

„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, როგორც გაციებული ადამიანი ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხეები დავლიოთ, ცხელი ჩაი მოვიდუღოთ, თუ სიცხე 38.5-ია ან მეტი, დავლიოთ პარაცეტამოლი. 112-ში დაკავშირების შემდეგ, ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდება. ეს შეიძლება ვერ მოხდეს 3 ან 4 საათში, მაგრამ ეს არ არის ელვისებურად განვითარებადი. ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, კიდევ ერთხელ მშვიდად და წყნარად იყავით. აუცილებლად დაგირეკავენ, თუ არადა ჩვენი, ყველა ექიმის ტელეფონი ღიაა, სოციალური ქსელები არსებობს. ამიტომ საგანგაშო არ არის, ის რომ 112 ერთ საათში ან 5 წუთში ვერ უკავშირდება" ,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს ინფიცირებული სტაციონარში.

სუნთქვის გაძნელება

ქოშინი

სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება

თუ გულ-მკერდის არეში იგრძნო რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება

სიფერმკრთალე

სილურჯე ტუჩების ირგვლივ

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

სიმპტომები გექნებათ, ტესტს არ გაგიკეთებენ, 112 არ გიპასუხებთ - კოვიდინფიცირებული გვაფრთხილებს

კორონავირუსი თმის ცვენას იწვევს - კვლევის საგანგაშო შედეგები