Digest Logo

„სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ წინააღმდეგ სუსტია“ - ჩინელი მეცნიერები

1639983195
ავტორიზაცია

„სინოფარმის“ ვაქცინის ბუსტერ დოზის მიერ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ გამანეიტრალებელი აქტივობა მნიშვნელოვნად დაბალია“, - ამის შესახებ ჩინელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული. 

კვლევა შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ „სინოფარმის“ მესამე დოზის „ომიკრონის“ შტამზე გავლენა უხანის ძველ კორონავირუსულ შტამს შეადარეს.

მეცნიერებმა 292 ჯანდაცვის მუშაკის მონაცემები დაამუშავეს, რომელთაც „სინოფარმის“ მესამე დოზა ჰქონდათ მიღებული.

კვლევის თანახმად, ჩინური ვაქცინის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების ვირუსის გამანეიტრალებელი აქტივობა, უხანის შტამთან შედარებით, 20.1-ჯერ შემცირდა.

ჩინელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად კვლევის შედეგებისა, „სინოფარმის“ ეფექტიანობის დონე ბოლომდე გარკვეული ჯერ კიდევ არ არის.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „ყველაზე კარგად დედაჩემი მიცნობდა და იცოდა, რა დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში“ - ზაზა ფაჩულია

თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა~