Digest Logo

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი“ - NCDC-ის განცხადება

1627134566
ცენტრი

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრა რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

„აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით.

ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის „სინოფარმი“ 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და სინოვაკი 109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით.

ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 665 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 371 434 პირი.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: „ნაციონალების დ*** შ*** " - ხატია დეკანოიძეს ინტერვიუს მიცემის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს

„კარგ ხასიათს მიფუჭებდა და კლდიდან გადავაგდე” – 30 წლის კაცის შოკის მომგვრელი ჩვენება

„13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე 5 წლით უფროსმა შეყვარებულმა სექსუალურად იძალადა და ქალწულობა დამაკარგვინა" - 18 წლის გოგოს ტრაგიკული ისტორია