ბერძნული მედია ავრცელებს ოფიციალურ ჩვენებას, რომელიც ფოლეგანდროზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის მთავარმა გმირმა, 30 წლის მამაკაცმა მისცა. როგორც უკვე ცნობილია, მას საკუთარი შეყვარებულის მკვლელობა ედება ბრალად.
„ჩხუბის დაწყებამდე გარიფალიამ მითხრა, რომ კუნძულზე ერთად ვიყავით დასასვენებლად ჩასული, მაგრამ დროს საერთოდ არ ვატარებდით კარგად. მე შევთავაზე, რომ ბილეთები დაგვეჯავშნა და უკან დავბრუნებულიყავით, მაგრამ ის კატეგორიულ უარს ამბობდა. ჩვენი კომუნიკაცია არ იყო კარგი, სანაპიროზე 1 საათით გავდიოდით, მაგრამ შემდეგ უკან ვბრუნდებოდით, რომ სადმე გვეჭამა. ის საერთოდ არ მცემდა პატივს, მეუბნებოდა, რომ სიგარეტის საყიდლად მიდიოდა და სინამდვილეში სრულიად სხვა გზით წავიდოდა ხოლმე. შემდეგ იცინოდა, მეც დმაცინოდა. ეს ყველაფერი იმდენად ხშირი იყო, რომ კარგ ხასიათს მიფუჭებდა. მუდმივად არასწორი გზებით მიდიოდა და შემდეგ იცინოდა. იმ მომენტში, მანქანიდან გადმოვიდა და დაიყვირა, რომ დახმარებოდნენ, რადგან გზიდან გადავედით და შეეშინდა. ამ ყველაფერმა ჭკუიდან გადამიყვანა, კონტროლი დავკარგე, რადგან მივხვდი იმის გამო ყვიროდა, რომ ეგრძნობინებინა, ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. შემდეგ ხელი ვკარი, არ მახსოვს, რამდენჯერ… კლდისკენ, რომელსაც არ ჰქონდა სანაპირო. ხელი ვკარი და ჩავარდა. ეს მახსოვს, არ დამინახავს როგორ მოხვდა წყალში, არც ის, როგორ ენარცხებოდა კლდეებს. შემდეგ მეც ჩავედი და დავინახე, რომ წყალში იყო. მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ პულსი არ ჰქონდა. ტუჩები გალურჯებული ჰქონდა”,- განაცხადა ჩვენებაში ბრალდებულმა.
ბრალდებული ამბობს, რომ შემდეგ პანიკაში ჩავარდა და ცურვით გავიდა სხვა კლდეზე, ამ გზით სცადა ადგილიდან მიმალვა. მისივე თქმით, 2014-2015 წლიდან ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც გარიფალიას ოჯახის ადვოკატი, ალექსის კუგია კატეგორიულად უარყოფს.
⭕ასევე დაგაინტერესებს:
VIDEO: +18 „ირგვლივ ცხედრებია, ადამიანების ნაწილი დაიკარგა“ - უმძიმესი ტრაგედია ჩინეთის მეტროში
ხელოვნურ კომაში მყოფმა დედამ არ იცის, რომ შვილი გარდაეცვალა - ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში
წყარო: georgians.gr