სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 18 წლის გოგოს წერილი გამოქვეყნდა. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.
„13 წლის ვიყავი, როდესაც სექსუალურად იძალადა ჩემზე 5 წლით უფროსმა, მაშინ შეყვარებულმა. ეს ტკივილი არასდროს დამავიწყდება. ქალწულობა სექსუალური ძალადობის შემდეგ დამაკარგვინა. ალბათ ხვდებით, რაც გავიარე იმ პატარა ბავშვმა. ჯოჯოხეთი გავლილი მაქვს. 18 წლის ვარ და დღემდე მაშანტაჟებს: ჩემთან გქონდა პირველი ღამე და სულ ჩემი უნდა იყოო, რომ გათხოვდები, შენს ქმარს ვეტყვი და შეგარცხვენო. არადა ოჯახი ჰყავს, ცოლი, შვილები. ზოგჯერ უძლური ვარ, ძალიან მეშინია, ზოგჯერ მეც კი მიკვირს, ამდენი ძალა საიდან მაქვს, რომ გავუძლო ამ ყველაფერს, შანტაჟს, დამცირებას. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება..."
✅ასევე დაგაინტერესებთ:
64 წლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ