ჟურნალისტმა ზურა ბალანჩივაძემ, რომელმაც კორონავირუსი 2 კვირის წინ დაამარცხა, სისხლის შედედების კოეფიციენტის გადასამოწმებლად კლინიკებს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ სისხლის შედედების კოეფიციენტის ანალიზს ვეღარ გაუკეთებენ, რადგან მარაგი ამოეწურათ. მისივე თქმით, 1 ნემსის ღირებულება 10-20 ლარია:
„სისხლის გამათხელებლების დაახლოებით 50 ნემსი გავიკეთე ამ 1 თვის განმავლობაში, თუ კლინიკაში, თუ ჩემით, სახლში. ჰოდა დღეს რამდენიმე ლაბორატორიაში დავრეკე, დე დიმერის (სისხლის შედედების კოეფიციენტი) შესამოწმებლად, თუ ჩამოვიდა ნორმაზე და მითხრეს, რომ ვეღარ აკეთებენ, მარაგები ამოიწურა. რავი, გაგახსენებთ მაინც, სანამ ხალხმრავალ ადგილას გახვალთ, რომ კორონა თრომბოემბოლიის საშიშროებასაც ქმნის; გამათხელებლის ერთი ნემსი კი 10-დან 20 ლარამდე ჯდება.“, - წერს ის თავის ფეისბუქ გვერდზე.
- აგრეთვე წაიკითხეთ: