5500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა და 47 გარდაცვლილი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია.
სპეციალისტების პროგნოზები კი ისევ საგანგაშო - კლინიკებში მყოფი მძიმე პაციენტების 30%-ს რეანიმაცია სჭირდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდაფეთქება უკვე დაწყებულია.
„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაჩნდა ქვეშტამი, მიმოსვლა ამ ქვეყნებთან შესაძლებელია და თავისუფლად შეიძლება საქართველოში ის შტამიც დაფიქსირდეს,"- აცხადებს გოფოძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, რომ კლინიკებს უკვე დაეტყო ინფცირებულთა რაოდენობის ზრდა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდი რაოდენობა მძიმე მიმდინარეობის არის.
წყარო: rustavi2.ge