თაკო ჩარკვიანის დედის მომვლელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად თაკო ავრცელებს სოციალურ ქსელში.
როგორც ის ამბობს, მომვლელს კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი მკურნალობას ჩარკვიანის დედასთან ერთად გადის.
თაკო ჩარკვიანი თავის მეუღლესთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში, მისი დედა და მომვლელი კი _ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
ინფორმაციისთვის, თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე კორონავირუსით გასულ კვირას დაინფიცირდნენ.