Digest Logo

თავს მხნედ გრძნობს, პრეპარატი გადაუსხეს - ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

1605970837
ცერცვაძის მეუღლე

ახლა მთელი საქართველოს ყურადღება მთავარი ინფექციონისტის, კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძისკენაა მიპყრობილი. 

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის გიორგი ბერიძის თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ინტერნეტით ადევნებს. როგორც ბერიძემ „დაიჯესტს“ უთხრა, ცერცვაძეს რემდესივერი გადაუსხეს:

„ფაქტობრივად, თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა. დინამიკაში იგივე სურათია. ველოდებით მომდევნო დღეს და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი შედეგი გვექნება. მხნედ გრძნობს თავს, შემართებითაა და ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციას ინტერნეტით ადევნებს თვალს.

რემდესივირი გადაუსხეს. უცხოეთიდან გამოუგზავნეს ახლობლებმა, რომლებსაც მასზე და ქვეყანაზე გული შესტკივათ.

დღის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი აქვს ტემპერატურა, მეორე ნახევარში მაღლა უწევს. გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვის შესახებ არაფერი უთქვამს, ვერც ვკითხე...

რაც შეეხება მის მეუღლეს ანა თოფურიას, დღის განმავლობაში თავს უსიმპტომოდ გრძნობს, საღამოობით კი აქვს ტემპერატურა 37.1-37.2. ასევე, აქვს უმნიშვნელო დისკომფორტი სახსრებისა და ყელის ტკივილის გამო, თუმცა მსუბუქი ფორმაა“, - უთხრა მან „დაიჯესტს“.

აგრეთვე წაიკითხეთ: