თბილისში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
როგორც საოპერაციო შტაბის უფროსმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა.
„დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება ქვეყანაში მძიმე პაციენტების რაოდენობას, ბერდია სიჭინავას თქმით, მათი რიცხვი ქვეყანაში 381-ს შეადგენს.
„მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.
1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 9401 და გარდაცვლილია 178 პაციენტი.