თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს კლინიკურ სექტორში კატაკლიზმები არ გამოუწვევია.
მისივე თქმით, დღემდე ყველა პოტენციურ პაციენტს უტარდება ტესტირება და არც ერთი ადამიანი არ რჩება ექიმის გარეშე. ამასთან ინფექციონისტი ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილიაონობის საოცრად დაბალი მაჩვენებელია.
„კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას რაიმე კატაკლიზმები კლინიკურ სექტორში არ გამოუწვევია, ტესტირება ისევ ყველას უტარდება, არცერთი პაციენტი არ რჩება ექიმის გარეშე. ვისაც არ აქვს სიმპტომები, ტოვებენ ბინაზე; ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, საშუალედო რგოლი შემოიღო ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. საკარანტინო სასტუმროები და ვისაც სჭირდება, მის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ჩვენთან, ერთეული შემთხვებებით გაიზარდა მხოლოდ სიკვდილობა და საოცრად დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ“, - აცხადებს ცერცვაძე პირველ არხთან საუბრისას.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში თვის ბოლომდე შემოვა ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“.