ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ექიმი მაია ჩხაიძე ადასტურებს.
ექიმის განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ჩვილი 2 თვის ასაკის იყო.
შეგახსენებთ, რომ კლინიკაში 22 დღის კოვიდინფიცირებული ჩვილი 16 ივლისსაც გარდაიცვალა.
ციციშვილის კლინიკაში რჩება ერთი კოვიდინფიცირებული ახალშობილი, რომლის მდგომარეობაც მცირედით გაუმჯობესდა.
❓ასევე დაგაინტერესებთ:
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა, ერთ-ერთის კი კრიტიკულად მძიმე