Digest Logo

ცნობილია, რამდენი კოვიდინფიცირებული მკურნალობს სახლში

1602688330
ინფიცირებული პაციენტი

ჯანდაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას იმ პაციენტების საერთო რაოდენობის შესახებ, ვინც კოვიდკლინიკებში მკურნალობს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის მასსტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება დანარჩენ 4 027 ინფიცირებულს, ისინი მკურნალობას საკუთარ სახლში გადიან (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადებით საქართველოში აქტიური ქეისი არის 6 227).

„ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2200-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მკურნალობა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობა კი სპეციალურად შექმნილი რეანიმატოლოგების ჯგუფის მეთვალყურეობით ხორციელდება“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა განოვლინდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი ხოლო გარდაიცვალა 7 მოქალაქე.