Digest Logo

ცვატა ბერძენიშვილი კოვიდით გარდაცვლილებზე - ბოდიში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, თავად ამ გარდაცვლილების პასუხისმგებლობაცაა მათი ტრაგიკული შემთხვევები

1632395003
მოაზროვნე ცვატა ბერძენიშვილი

ფსიქოლოგი, ტრენერი და ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი, ცვატა ბერძენიშვილი წერს, რომ კორონათი გარდაცვლილი ადამიანების უმრავლეს შემთხვევაში, თავად ამ გარდაცვლილების პასუხისმგებლობაცაა, მათი ტრაგიკული შემთხვევები.

ამასთან ცვატა, ინფიცირებულების სიკვდილს სამწუხაროს უწოდებს.

„ძალიან სამწუხაროა კორონათი გარდაცვლილი თითოეული ადამიანი, გულწრფელად ვწუხვარ, მართლა, თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ითქვას:

უკვე ორ თვეზე მეტია ვაქცინები თავზესაყრელადაა ამ ქვეყანაში - ცოტა მოინდომე და აიცრები. ჰოდა როცა ამდენი გარდაცვლილი გვაყვს ყოველდღიურად, ბოდიში, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, უკვე თავად ამ გარდაცვლილების პასუხისმგებლობაცაა მათი ტრაგიკული შემთხვევები.

„კორონათი გარდაცვლილი აუცრელი ექიმი“ ხომ საერთოდ ტრაგედიაა.

ამაზეც უნდა ვსაუბრობდეთ და მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა ვისროდეთ პასუხისმგებლობის ისრებს,“ - წერს ცვატა ბერძენიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას – დეკანოზი

🔵ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა

🔵„ინვესტიციას გატირულებო, დამშვიდდით - უმჯობესია იმაზე იზრუნოთ, ჯარიმა მათ გადაიხადონ, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა “