Digest Logo

თუ ექიმს ვერ უკავშირდებით... - კულუმბეგოვის რჩევები მშობლებს

1605554936
ბიძინა კულუმბეგოვი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

დღეს ალერგოლოგ-იმუნულოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი ორის“ ეთერიდან მშობლებს რამდენიმე რჩევა მისცა. მისი თქმით, ბავშვები რისკ-ჯგუფში არ არიან, თუ მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ, თუმცა ეს ფაქტი მშობლებს უყურადღებობის საფუძველს არ უნდა აძლევდეს. მშობლებმა ბავშვებში პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს უნდა მიმართონ. თუ ის არ უპასუხებს, პირდაპირ კლინიკაში მიიყვანონ:

„რისკის-ჯგუფების გარეშე ამ დაავადებას ლეტალობის ძალიან დაბალი ნიშნული აქვს. საბედნიეროდ, ბავშვები რისკის ჯგუფის მიღმა თუ არიან, მინიმალურია რთული და ფატალური შემთხვევები, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია. ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს საშიშროების ნიშნების მაჩვენებელი, როგორიც არის: სუნთქვის გართულება, ან კანზე უჩვეულო გამონაყარი, თუ, მით უმეტეს, ბავშვს აქვს რომელიმე თანდაყოლილი დაავადება, რა თქმა უნდა, მათი სტაციონირება დასაწყისშივე მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ მშობლებსა და ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ ამ ინფექციის. ბავშვების მშობლები მშვიდად უნდა იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ უნდა იყვნენ. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ექიმს ვერ უკავშირდებით, მოჰკიდეთ ბავშვს ხელი და პირდაპირ მიმღებში მიიყვანეთ, თქვენ ამის გამო არავინ დაგძრახავთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი2-ის“ ეთერში.