რამდენად ამცირებს უკვე გადატანილი კოვიდინფექცია ხელახლა დაინფიცირების რისკს – ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალობას არ კარგავს იმ დღიდან, რაც პანდემიის საწყის ეტაპზე, რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.
ეს საკითხი ყველაზე აქტუალური სწორედ ახლაა – ყველაზე სწრაფად გადამდები “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, არათუ რეინფიცირების, არამედ სამჯერ დაინფიცირების შემთხვევებიც იმატებს.
უახლესი მონაცემების მიხედვით, უკვე გადატანილი ვირუსი, “ომიკრონით” ინფიცირებისგან 56%-ით იცავს.
აღნიშნული კვლევისთვის მკვლევრებმა ყატარში არსებული მონაცემები შეისწავლეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტს, ანუ უკვე გადატანილ ინფექციას შედარებით ნაკლებად შეუძლია – თავიდან აიცილოს “ომიკრონი”, ვიდრე ეს “ალფას”, “ბეტასა” და „დელტას” შტამების დროს იყო, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაცვა 56 %-მდე იზრდება, და ასევე უკვე გადატანილი ინფექცია, “ომიკრონის” დროს მძიმედ დაავადებისგანაც იცავს.
ეს მაჩვენებელი რიცხვებში ასე გამოიყურება, თუ:
უკვე გადატანილი ინფექცია „ალფა” ვარიანტით ინფიცირებისგან 90.2%-ით იცავდა,
„ბეტა” შტამის დროს ეს დაცვა 85.7% იყო,
„დელტა” შტამის დროს კი დაცვის პროცენტული მაჩვენებელი 92.0%-მდე იზრდებოდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადატანილი ვირუსი, “ომიკრონით” ინფიცირებისგან ამ შემთხვევაში 56%-ით იცავს. მკვლევრები ამბობენ, რომ არცერთ ხელახალ დაინფიცირებას არ მოჰყოლია სიკვდილიანობა და ბუნებრივი იმუნიტეტი, “ომიკრონით” ინფიცირების დროს, მძიმე, კრიტიკული ან ფატალური შემთხვევებისგან 87.8%-ით იცავდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
წყარო: www.nejm.org