Digest Logo

„ამ ქვეყანას აქვს გამორჩეული თვისებები, რომელსაც ხშირად ჩვენს ნაკლად ვთვლით“ - ნათია ფანჯიკიძე

1627889011
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თვითგვემასა და გადაჭარბებულ ემოციებს ქართველების დამახასიათებელ მიმზიდველ ხასიათს უწოდებს. ფანჯიკიძის აზრით, სიყვარულიდან დაწყებული, ეჭვიანობით, ტანჯვით დასრულებული საქართველოში ისე მძაფრად განიცდება, როგორც არსად სხვაგან.

„ამ ქვეყანას აქვს გამორჩეული თვისებები, რომელსაც ხშირად ჩვენს ნაკლად ვთვლით. თვითგვემას მაგალითად, - ეს ჩვენ როგორ დაგვემართა! ვაიმე, შევრცხვით, ვაიმე რატომ? აი ასე შეიცხადებს ხოლმე სტუმარს, უცხოს, ნაცნობს ის ხალხი, რომლის გრძნობების სიმხურვალე, გლოვის ზარი, გადაჭარბებული რომ შეიძლება ეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ის მომხიბვლელობა და ის სიმძაფრეა, რის გამოც არის მაგნიტური ქვეყანა საქართველო, რის გამოც ყველა გრძნობა, სიყვარულიდან დაწყებული, ეჭვიანობით, ტანჯვით დასრულებული განიცდება ისე მძაფრად, როგორც არსად სხვაგან. და ეს გრძნობები, ეს გამორჩეულობა მიმაჩნია ერთ-ერთ თვისებად, რამაც გადაგვაძლევინა ყველა დაბრკოლება და ისევ ვცოცხლობთ და აი ასე ვნებიანად, დაცემით და წამოდგომით გავალთ სადაც ჩვენი ადგილია, - ცივილიზებულ სამყაროში და იქაც შევიტანთ ჩვენს ცხელ ხასიათს და არომატებს. მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ენა, რომელზეც ვალაგებ ფიქრებს და ხან ვიტანჯები, ხან სულ პირიქით. ხოდა ბედნიერი დღე იყოს ეს დღე და ეს გათენება. კარგი დილაა რაღაცნაირი“, - წერს ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბულგარეთში საქართველოდან შესვლის წესი შეიცვალა

წყურვილი შიმშილზე უარესია - დაალევინეთ წყალი მიუსაფარ ცხოველებს

აშშ-ში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია... ვაქცინები მუშაობს - ბიძინა კულუმბეგოვი