Digest Logo

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმშიც ივლიან

1630488950
აცრა

დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე შეეძლებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც აცრას რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა „ფაიზერისა" და „სინოვაკის" ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵კორონავირუსის გართულებების შედეგად, ამცრელი ბრიგადის წევრი გარდაიცვალა

🔵„ვერ ვხვდები ვის აწყობს და რაში სჭირდება ეს სიტუაცია?" - რას წერს ლევან რატიანი

🔵რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა (ფოტო)