საქართველოში კორონავირუსის პანდემიის კონტროლი დღითიდღე რთულდება. სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს იქნება და დღეში ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა 5 ათასს ასცდება.
ექიმები ლოკდაუნს ითხოვენ და ფიქრობენ, რომ 2-კვირიანი ჩაკეტვა ჯანდაცვის სისტემას უშველის. მოსახლეობა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დაიკეტოს ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და შეიზღუდოს ტრანსპორტით გადაადგილება.
შეზღუდვებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ექიმი არჩილ მარშანიაც გვიზიარებს. მისი აზრით, ახლა დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება ნაკლებადეფექტური იქნება, რადგან საქართველოში მოსახლეობამ შეზღუდვების გარეშე უკვე გადაიტანა არჩევნები, აქციები და ფასაკლებით გამოწვეული რიგებიც კი...
მარშანია ფიქრობს, რომ ეპიდემიის ეფექტიანად მართვა ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ ნიღბების ტარებითაცაა შესაძლებელი.
„ვაშინგტონის უნივერსიტეტის „Institute for Health Metrics and Evaluation“ ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით თითქოს პიკს უკვე მივაღწიეთ 22 ნოემბერს და უკვე რომ დროა შეზღუდვები მოიხსნას, მაგაზე ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ:
მოდი იმაზე არ ვისაუბროთ ზოგადად რამდენად ამართლებს ხოლმე მათემატიკური მოდელირებები, უბრალოდ გავყვეთ სტატისტიკას და მის ანალიზს:
პირველ რიგში აუცლებლად სანახავია რა კრიტერიუმებზეა (სცენარებზე) გაკეთებული ესა თუ ის მათემატიკური მოდელირებები, ანუ რაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი დათვლილია იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილიანობა მიაღწევს 8-ს / 1 მილიონ მოსახლეზე და ამ ზრდას მოყვება შემდეგი შეზღუდვები:
1 - 6 კვირით დაიკეტება სკოლები და პირველადი საჭიროების არმქონე ობიექტები - რესტორნები, გარკვეული ტიპის მცირე ბიზნესი;
2 - „დარჩი სახლში“ კამპანია იქნება აქტიური;
3 - დიდი თავშეყრები იქნება აკრძალული.
რა ხდება ჩვენთან:
სიკვდილიანობა დღეში/28 გვქონდა უკვე 1 ნოემბერს, მას შემდეგ:
1 - არაფერი არ არის დაკეტილი, არც ყოფილა;
2 - არ არის „დარჩი სახლში“ კამპანია;
3 - გვქონდა მიტინგებიც, შავი პარასკევის ფასდაკლებებიც და არჩევნებიც.
ამიტომ, კი მესმის რომ კარგი ამბების მოსმენა გვინდა მაგრამ ეგ ანალიზი, გვაძლევს არაფერს, საერთოდ არაფერს.
გამკაცრება შველის თუ არა რამეს და შეზღუდვების მოხსნა რას იწვევს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაგის გასარკვევად, იქვე დააკლიკავთ easing-ს და მიყვებით ზოლს და ნახავთ რომ მაგის გარეშე დღიური შემთხვევების პროგნოზი, 25 დეკემბრისთვის არის 23 647.
თუ ძალიან მოვინდომებთ ნიღბების უნივერსალურად ტარების ეფექტსაც ვნახავთ, რა საოცარი შედეგი აქვს თუ მოსახლეობის 95%, ყველგან, ყველა ლოკაციაზე ატარებს ნიღაბს - მარტო ამით შეიძლება ყველაფრის კონტროლი“.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს - ცერცვაძე
ამ საგანგაშო ნიშნების გამოვლენის შემდეგ კოვიდინფიცირებული პაციენტი მძიმდება - ბუწაშვილი
ლოქდაუნი მსხვერპლს მინიმუმ, გააორმაგებს - ზურაბ გურული